Pallecarte — ქართული მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც 2020 წელს დაარსდა. ჩვენი ბრენდის მიზანია შექმნას ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც ჯენტლმენური სტილის მემკვიდრეობითაა შთაგონებული, თუმცა ადაპტირებულია თანამედროვე მამაკაცის ცხოვრების წესსა და გემოვნებასთან.
ჩვენ ვართ ბრენდი, რომელიც ზრუნავს პროდუქციის ხარისხსა და დიზაინზე, ჩვენს მომხმარებლებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ პროდუქტებს ქმნიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის გამოცდილება დასაწყისიდან ბოლომდე.
ჩვენ კარგად ვიცნობთ ყველა ჩვენს მწარმოებელს, რეგულარულად ვსტუმრობთ მათ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან. ეს აუცილებელია როგორც პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ისე იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენი ნაწარმი იქმნება ისეთ გარემოში, რომლითაც ვიამაყებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ ისიც, თუ როგორ იქნა ეს შედეგი მიღწეული. სწორი პარტნიორი მწარმოებლების პოვნა Pallecarte-ს მშენებლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.