„თელიანი ველი“ არის ღვინის კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ, გამორჩეულ, ნამდვილ და შთამბეჭდავ ღვინოებს ქმნის — თანაც ამას აკეთებს დიდი სიხარულით, იმედითა და სულიერებით. ეს არ არის უბრალო, შინაურული ან შემთხვევითობაზე მინდობილი პროცესი. კომპანია აერთიანებს თანამედროვე მეღვინეობის ხელოვნებას — ბუნებისგან საუკეთესოს მიღების მეცნიერებას — და იმ სიბრძნესა თუ შთამომავლობით ცოდნას, რომელიც 8000-წლიან უწყვეტ მეღვინეობის ტრადიციას ეფუძნება.
ეს არის ქართული ღვინო — ქვეყნის, რომელიც დალოცვილია 500-ზე მეტი ვაზის ჯიშით, ვაზისთვის ღვთივბოძებული გეოგრაფიითა თუ კლიმატით, და მეღვინეობისადმი მიდგომით, რაც ჩვენი იდენტობის მთავარი არსია.
„თელიანი ველი“ ქართული ღვინის წინა ხაზზე დგას. ბიზნესის ფესვები იმ ნოვატორი მეღვინეების პირად თავდადებას უკავშირდება, რომლებმაც გააერთიანეს თავიანთი ვნება და რესურსები დიდი ღვინოების შესაქმნელად. დღეს „თელიანი ველი“ იზიდავს და მხარს უჭერს საქართველოს ყველაზე ტალანტურ მეღვინეებს — აძლევს მათ ყველაფერს, რაც სჭირდებათ ნამდვილად ნოვატორული, გამორჩეული ღვინოების შესაქმნელად. ისინი ნამდვილი ხელოვანები არიან. ექსპერტები, რომელთაც ეძლევათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება, რათა ამ მიწაზე მოწეული ყურძნისგან შექმნან ის, რაც სურთ.