MGL Group-ი ლიდერია მასშტაბური ლოგისტიკისა და მძიმე ტვირთების გადაზიდვის სფეროში. ჩვენი მიზანი იყო კომპანიის იმიჯური, კომპლექსური ვიდეოს შექმნა, რომელიც ხაზს გაუსვამდა მის სიმძლავრეს, გლობალურ მასშტაბებსა და მომსახურების მაღალ ხარისხს. პროექტი მოიცავს სტრატეგიულ ინტერვიუს დირექტორთან, რაც უზრუნველყოფს ექსპერტულ ნარატივს MGL-ის სპეც-სერვისებსა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში მათი როლის შესახებ.