Chateau Kvirike არის 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ქობულეთში, ზღვასა და მთას შორის არსებულ უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია კივისა და თხილის ბაღები, ასევე ვაზის სხვადასხვა ჯიში. დარჩენილ ფართობზე განთავსებულია სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის გარშემო განთავსებული 15 უნიკალური კოტეჯი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელებს ატარებს.
Chateau Kvirike-ს კონცეფციის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა სრულყოფილი დასვენებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი. ამასთან, გვსურდა ეს გარემო საინტერესო ყოფილიყო ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის — იქნება ეს მარტო მოგზაური, მეგობრების ჯგუფი თუ მრავალსულიანი ოჯახი.
ისტორია
ტერიტორია, რომელზეც ჩვენი კომპლექსია აშენებული, წარსულში ცნობილი იყო როგორც „ვაზისუბანი“, რაც ამ მიდამოებში ვენახების სიუხვესა და მრავალფეროვნებას უკავშირდებოდა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, აღგვედგინა ტრადიცია და გაგვეცოცხლებინა მევენახეობა ამ რეგიონში.
ვენახების გარდა, კომპლექსის ტერიტორიაზე შეხვდებით ე.წ. ეთნოგრაფიულ მუზეუმს — 300-წლიანი ისტორიის მქონე შენობასა და ღვინის მარანს, სადაც მეღვინეობის 8,000-წლიანი ისტორია აგრძელებს სიცოცხლეს.