დამკვეთი

Ab5 Architecture

სერვისი

Web development

პროექტის შესახებ

2013 წელს დაარსებული AB5 არის არქიტექტურული სტუდია, რომელიც ცნობილია დიზაინისადმი მკაფიო და კონტექსტზე ორიენტირებული მიდგომით. ჩვენი მრავალფეროვანი პორტფოლიო მოიცავს კულტურულ, საცხოვრებელ, საგანმანათლებლო, კომერციულ და სამოქალაქო პროექტებს, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობაზე.

ჩვენ ვმუშაობთ თბილისში, მთელი საქართველოს მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე. AB5 აერთიანებს არქიტექტორთა გუნდს, რომელთა მიზანია გააზრებული და გრძელვადიანი არქიტექტურის შექმნა.

თითოეული პროექტი იწყება მისი შესაძლებლობების საგულდაგულო კვლევით, ვითარდება დამკვეთებთან მჭიდრო დიალოგით და სრულ შესაბამისობაშია ფართო კულტურულ, ეკოლოგიურ და ურბანულ კონტექსტთან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ღია, ინკლუზიურ დიზაინსა და შემოქმედებით სამუშაო გარემოს, რომელიც ეფუძნება კრიტიკულ აზროვნებასა და პატივისცემას.

AB5 კულტურულ მემკვიდრეობას აღქვამს, როგორც ცოცხალ კონცეფციას, რომელიც მოიცავს როგორც ისტორიულ ნაგებობებს, ისე ყოველდღიურ სამშენებლო გარემოს. ჩვენ პრიორიტეტს ვაჭერთ შენობების ხელახალ გამოყენებასა და რეაბილიტაციას — ვითვალისწინებთ რა მათ მნიშვნელობას მდგრადობისა და საზოგადოებრივი იდენტობისთვის.

ჩვენი ურბანული პროექტების მეშვეობით მიზნად ისახავთ ცალკეული ინიციატივების დაკავშირებას ქალაქის ფართო ხედვასთან და ჩვენი წვლილის შეტანას საერთო სამოქალაქო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

content-logo
PHP
content-logo
WordPress
content-logo
HTML
content-logo
CSS
content-logo
Javascript
content-logo
Bootstrap

Project Images Gallery